ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივა ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა უსახელო ქუჩის სახელდებისა და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში N1 ქუჩისთვის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელის მინიჭების თაობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 9 ოქტომბერს 12:30 სთ-ზე გაიმართება საჯარო განხილვა.
დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია.