საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ორგანიზებით, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმი 8-9 ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
ფორუმის მიზანი იყო მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმის შექმნა, თვითმმართველობებს შორის გამოცდილების გაზიარება, სამომავლო გეგმების შემუშავება და შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა. ფორუმზე იმსჯელეს სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმაზე მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემაზე (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია), ახალგაზრდული პოლიტიკა მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეთა მონაწილეობა (ჩართულობა), სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხების დეცენტრალიზაციის რეფორმაზე. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები. ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება გაიმართა შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.