ზაზა გაბუნიას ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე "სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტიციური დიალოგის" გენერალურ ფორუმს უმასპინძლა
ფორუმს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, დედაქალაქის მერმა, ევროკავშირის ელჩმა, აშშ-ს განვითარების სააგენტოს დირექტორმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მიმართა.
ფორუმს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.