29 ივნისს, ქალაქ ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID) ინსტიტუციური განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაცნობით-საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
პროექტის მენეჯერის ნინა კობახიძის განმარტებით ინსტიტუციური განვითარების ცენტრი არის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის დინამიური ჰაბი, რომელიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ორგანიზაციული განვითარების ცოდნის, მეთოდოლოგიის, კვლევებისა და გამოცდილების ფართო სპექტრს სთავაზობს. ცენტრში წარმოდგენილია ინსტიტუციური განვითარების რესურსები, გზამკვლევები და სახელმძღვანელოები, ასევე - ვიდეო ლექციები, ვებინარები და ტრენინგები სხვადასხვა თემებზე.
ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
საინფორმაციო შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა და უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი გერგაია ესწრებოდნენ.