20 ოქტომბერს ხობის კულტურის სასახლეში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: ხობის „ლაზიერი“, ახალი ხიბულის „ჰელადოსი“, ქვემო ქვალონის „ჭყონდიდელი“, ხამისქურის „ჯიხა“ და პირველი ხორგის „ლაზარე“. საინტერესო და დაძაბულ შეჯიბრში გაიმარჯვა ხამისქურის „ჯიხამ“, მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ ახალი ხიბულის „ჰელადოსი“ და ქვემო ქვალონის „ჭყონდიდელი.“
გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადასცეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ.
ღონისძიება გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.