11 თებერვალს ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ონლაინ რეჟიმში ინტერმუნიციპალური ფორმატის სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან.
შეხვედრაზე იმსჯელეს გენდერული თანასწორობის საბჭოების ჩართულობაზე საბიუჯეტო პროცესში, ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და საბჭოების გაძლიერების მექანიზმებზე ადგილობრივ დონეზე.
ონლაინ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა ესწრებოდნენ.