2017 წლის 15 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად, საკრებულოს წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლებს შეხვდა.
დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ისაუბრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. მიმოიხილა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.