გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია საქართველოში 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრს დასრულდა, კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 50-ზე მეტი თემატური ღონისძიება ჩატარდა, კამპანიას შეუერთდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დოდო გაბუნია, საკრებულოს აპარატის უფროსი, გენდერული საბჭოს მდივანი ლელა შამათავა, საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეა გელანტია და ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია. კამპანიის ფარგლებში მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს და ესაუბრნენ ძალადობაზე და საკუთარი უფლებების დაცვაზე.