ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, 50 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ,ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, თეა ცინცაძემ გახსნეს.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 146 ათასი ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა ბაღი, მოეწყო სათამაშო მოედანი. ბაღი აღიჭურვა ახალი ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.