7 აპრილს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა და დეკანოზმა მამა ილია ლომაიამ ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში ხარების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია აღავლინეს. დასასრულს მეუფე გრიგოლმა მრევლს მიულოცა ხარების დღესასწაული და ამ დღის მადლზე იქადაგა. წირვას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.