ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებს. შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და შუა ხევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ. შავღელეში ხულოს, ქედის და შუა ხევის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.