სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა და ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლება, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინიდტრაციულ ერთეულში, წინაგოლისა და კორცხოს უბნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათავლიერეს. წინაგოლის უბანში 3. 300 კმ. გზის მონაკვეთზე ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, სამუშაოებს შპს „პალადა“ ახორცილებს და მისი ღირებულება 897268 ლარია, ხოლო კორცხოს უბანში 2.800 კმ. გზის მონაკვეთზე ცემენტო ბეტონის გზა იგება, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ახორცილელებს, მისი საერთო ღირებულება 1486988 ლარს შეადგენს. ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია. ორივე უბანში მიმდინარე სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.