საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
შეიცვალა წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები
კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი, ექსტერიერი და ეზო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამონტაჟდა პანდუსი
დამონტაჟდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები
ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი
სამუშაოს ღირებულებამ 425 000 ლარი შეადგინა
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა
ბაღი აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორებით, რომლებიც
არასამთავრობო ორგანიზაციამ („მწვანე მომავალი“) დაამონტაჟა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
ხეთის საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 21 სექტემბერს დაიწყება.