ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ კახა ლატარიამ, საკრებულოს წევრმა აბელ ქირიამ და მერის წარმომადგენელმა ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შავლეგ ბუკიამ ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლარჩვას უბანში, კინჩხურას წყლის მთავარი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მიმდინარეობს და მას შპს „ნიკა&იკა“ ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 38563 ლარს შეადგენს. ადგილზე დასაქმებულიადგილობრივი მოსახლეობა.
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.