ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, წინაგოლის უბანში, შლამისა და ნატანი მასისგან ღელე ბაკვაღალუ იწმინდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარიათან, ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე კახა ლატარიასთან, საკრებულოს წევრ აბელ ქირიათან და მერის წარმომადგენელთან ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შავლეგ ბუკიათან ერთად დაათვალიერა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 64 443 32 ლარია, სამუშაოებს შპს ,,ზანაძგა“ ახორციელებს. პროექტი ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.