ქ. თბილისში 21-23 თებერვალს ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ვლადიმერ მაისურაძის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სასომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების 276 მოჭიდავე.
ტურნირში წარმატებით იასპარეზეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებლები: მამუკა ყორშია, ბაკურ ბუკია, სურაჯ გვასალია, ალმასხან ხუნჯუა).
46 კგ წონით კატეგორიაში 4 მოგებით I ადგილის მფლობელი გახდა ნუგზარ წურწუმია;
3-3 მოგებით III საპრიზო ადგილები გაინაწილეს 50 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ყორშიამ და 54 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა;
სპეციალისტების მოწონება დაიმსახურეს IV ადგილებზე გასულმა თემურ გოგოხიამ და გოგა პერტახიამ.
ორგანიზატორებმა პრიზიორები დააჯილდოვეს შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და თასებით.
ვულოცავთ გამარჯვებას ხობელ მოჭიდავეებს!