9 აგვისტოს, გორში, ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. გოგონათა შორის ტურნირის გამარჯვებული ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ გოგონათა გუნდი (მწვრთნელი ზურაბ ლატარია) გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში გორის გუნდი, ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდნეტმა ლევან კობიაშვილმა ფინალისტები დააჯილდოვა და მონაწილე გუნდებს საჩუქრები გადასცა.