10 დეკემბერს, თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“ გამართულ „თბილისის ღია პირველობაზე“ წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი-კობა თუთბერიძე) და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, დათუნა ჟიშკარიანის წარმატებული ასპარეზობა - ხობელმა მკლავჭიდელმა, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარცხენა და მარჯვენა მკლავით პირველობა არავის დაუთმო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (60 კგ.) I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (60 კგ.) I ადგილი - დიტო ბუკია (70 კგ.) II ადგილი - გოჩა სიჭინავა (80 კგ.) II ადგილი - გიგა კოდუა (70 კგ.) III ადგილი - გოჩა სიჭინავა (60 კგ.) გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.