25-26-27 ნოემბერს, თერჯოლის სპორტის სასახლეში გაიმართა, დამსახურებული მწვრთნელების: ლევან ქავთარაძისა და შაქრო ბერძენიშვილის სახელობის მეოთხე რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებლები: ა. ხუნჯუა, ს. გვასალია, ბ. ბუკია). I ადგილი - დავით გვასალია, 35 კგ. წონით კატეგორია; II ადგილი - მიხეილ ალექსანდრია, 35 კგ. წონით კატეგორია; II ადგილი - გოგა გაბისონია, 47 კგ. წონით კატეგორია; III ადგილი - მალხაზ კვარაცხელია, 29 კგ. წონით კატეგორია; III ადგილი - მაცი ზარანდია, 29 კგ. წონით კატეგორია; III ადგილი - ლუკა ფარცვანია, 32 კგ. წონით კატეგორია; გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ ნორჩ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. შეჯიბრის ორგანიზატორებმა გამარჯვებული მოჭიდავეები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.