20-23 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტულ კომპლექსში ,,სპორტის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალიოშა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კრივში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებლები ე.თოდუა, თ. აბულაზე) და სამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
I ადგილი - დემურ ქაჯაია (34 კგ. წონით კატეგორია);
I ადგილი - გიორგი ახალაია (58 კგ. წონით კატეგორია);
I ადგილი - ნიკა ჯაკონია (60 კგ. წონით კატეგორია);
გამარჯვებული სპორტსმენები ტურნირის ორგანიზატორებმა თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.