1 ოქტომბერს ქედის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის I ლიგის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის „კოლხეთი“ და ქედის „ბეთლემი“. მატჩი ხობელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გატანილი გოლების ავტორები არიან: ოთარ ფიფია და თორნიკე ღლონტი.