ქ. თბილისში 24-25 მარტს სპორტდარბაზ ,,არენაში" საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის. ჩემპიონატშიმონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის სპორტსმენებმა.
42კგ წონით კატეგორიაში საქართველოს 2014 წლის ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გახდა. ასევე ჩემპიონის ტიტული 50კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ჯონი ხეცურიანმა. ხოლო მესამე ადგილი ნიკა ყორშიას ერგო. ორგანიზატორებმა პრიზიორები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და თასებით დააჯილდოვეს.
ტურნირი მიზნად ისახავდა, საქართველოს მაშტაბით ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის პოპულარიზაციას, მის გაფართოებას და ნაკრები გუნდის შევსებას. ხობელმა სპორტსმენებმა ამ გამარჯვებით შეძლეს ქვეყნის ნაკრების გუნდში ჩარიცხვა.
ვულოცავთ წარმატებებს, ვუსურვებთ ცხოვრების ასპარეზზე გამარჯვებებს.