5-17 აპრილს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის , ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში 1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის მსოფლიო სამოყვარულო კრივის ფედერაციის AIBA-ს წესების მიხედვით. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სასპორტო სკოლის 150 მოკრივე, სადაც ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებმა, რომლებმაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადაინაწილეს:
1. ხარამიშვილი ირაკლი - 50 კგ წონითი კატეგორია I ადგილი;
2. ბიგვავა გიორგი - 66 კგ წონითი კატეგორია II ადგილი;
3. შამათავა დათა - 52 კგ წონითი კატეგორია III ადგილი (მწვრთნელ-მასწავლებელი: ე. თოდუა).
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს განათლების ცენტრის მოკრივეებს და მწვრთნელ-მასწავლებელს მორიგ წარმატებას.