ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 29 წარმატებულ მოსწავლეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ლელა სვიმონიამ საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა.
გვახარებს, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები, მიღწეული მაჩვენებლების მიხედვით საუკეთესონი აღმოჩდნენ ჩვენს რეგიონში.
მუნიციპალიტეტის საკრებულო ხობის განათლების რესურსცენტრსა და მოსწავლეებს გილოცავთ მნიშვნელოვან მიღწევებს და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.