საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია (მწვრთნელები: სურაჯ გვასალია, მამუკა ყორშია, ბაკურ ბუკია) გახდა. ნ. წურწუმიამ მედლისათვის შეხვედრაში ირანელი მეჰდი ნეჯადი 7-2 დაამარცხა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ღირსეულ გამარჯვებას ნუგზარ წურწუმიას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას.