ბულგარეთში გამართულ ევროპის პირველობებზე წარმატებით იასპარეზეს ხობელმა სპორტსმენებმა და მკლავჭიდსა და კრივში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.
(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდსა და კრივში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდული პირველობა მკლავჭიდში:
I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (მარჯვენა მკლავი)
II ადგილი - გოჩა სიჭინავა
II ადგილი - გიგა კოდუა
III ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (მარცხენა მკლავი)
მწვრთნელ-მასწავლებელი: კობა თუთბერიძე
ბულგარეთის ქალაქი ალბენაში გამართულ ევროპის პირველობაზე კრივში II ადგილი - დემური ქაჯაიამ მოიპოვა, მწვრთნელ-მასწავლებელი: ედიკა თოდუა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ სპორტსმენებს ევროპის პირველობებზე მოპოვებულ წარმატებას.