ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გვანცა ბარბაქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებული ნახატებისა და ესეების კონკურსის გამარჯვებულია.
კონკურსში გამარჯვებულ ხობელ მოსწავლეს პლანშეტური კომპიუტური გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში გამოაცხადა. კონკურსი თემაზე „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.
სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი 150 ესედან და 300 ნახატიდან სპეციალურმა ჟიურიმ 9 გამარჯვებული და 21 გამორჩეული ნაშრომი გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.