საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტში აქცია - „ღამე მუზეუმში“ გაიმართა.
აქციის ფარგლებში ხობის (ხეთის) საბრძოლო დიდების და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო სტენდური კონფერენცია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს მიაწოდა ინფორმაცია ხობისმონასტრის, ,,ჩეოხვამეს, ,,მიქანგარიოს'', ურთის მთის მღვიმეებისა და გამოქვაბულების, ჯეგეთას, წმ. სოფიოს და სხვა ისტორიული ძეგლების, მუზეუმში გამოფენილი ექსპონანტების შესახებ.
ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) სიმღერის მუზეუმებში გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, მოეწყო ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების და ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.