7 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVI ჩემპიონატის 1 ლიგის გუნდების ხობის „ კოლხეთისა“ და მარნეულის „ალგეთის“ საფეხბურთო მატჩი, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა, გოლი სტუმართა კარში გაიტანა ირაკლი ქობალიამ.
თამაშს ადგილობრივ და მარნეულიდან ჩამოსულ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.