4 ნოემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და თერჯოლის „საპოვნელა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ხობელთა რიგებიდან გოლი გაიტანეს ირაკლი გერგაიამ და ირაკლი ქობალიამ.