ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საერთაშორისო ასოციაცია ,, კივიტას გეორგიკას" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღში დაგეგმილია სასკოლო მზაობის ცენტრის გახსნა. ( ერთი ჯგუფი- 20 აღსაზრდელზე) . სასკოლო მზაობის ჯგუფი განკუთვნილია 2009 წელს დაბადებული ბავშვებისთვის, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2015 წლის 1 დეკემბრამდე. ამ პროექტის ფარგლებში 21 სექტემბერს ხობის #1 საბავშო ბაგა- ბაღს გადაეცა სასწავლო ინვენტარი.