ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში,მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. "ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: შემოსულობები განისაზღვრა 9830,9 ათასი ლარით. აქედან: გადასახადები 9062,50 ათასი ლარი; 210,0 ათასი ლარი მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად; სხვა შემოსავლები 558,4 ათასი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოდგილეები, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.