23 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა, სადაც არჩეულ იქნა ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე,თავმჯდომარის მოადგილე, თემატური კომისიის თავმჯდომარეები და დაინიშნა აპარატის უფროსი.
აღნიშნული პოზიციების დასაკავებლად ახალგაზრდებს უნდა წარმოედგინათ სამოქმედო გეგმა-პროექტი რის საფუძველზეც ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს მიეცათ შესაძლებლობა აერჩიათ მათთვის სასურველი კანდიდატები.
სხდომაზე საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ფარული კენჭისყრის საფუძველზე თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ირაკლი კვირკველია მოადგილედ ნია კვაშილავა, ხოლო აპარატის უფროსად დაინიშნა თეონა კუტალია.
სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროექტის რეგიონალური მენეჯერი.