30 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საჯარო განხილვა მოეწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხობის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე ცენტრალური სტადიონისთვის პაატა თათარიშვილის სახელის მინიჭების მიზნით, ინიციატორთა ჯგუფმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო კომისიის მოთხოვნით მოეწყო განხილვა და მოსახლეობის აზრთა გამოკითხვა. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.