22 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის, ხობის ,,კოლხეთმა'' თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვეტერან ფეხბურთელს მალხაზ (ჯონი) მალანიას ხსოვნას. მატჩი ხობელი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით 3-1 დასრულდა. სტუმართა კარში გოლი ბექა ბაკურაძემ გაიტანა, ხოლო თამაშში დუბლი ცოტნე ბუკიამ შეასრულა.