24 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის ,,კოლხეთი" და ჩოხატაურის „ბახმარო“ დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 5:3 დასრულდა. გუნდს გამარჯვება გელა ლომაიას, როინ ონიანის, ცოტნე ბუკიას(2 გოლი) და ლევან ვართაგავას გატანილმა გოლებმა მოუტანა. წარმატებას ვუსურვებთ ხობელ ფეხბურთელებს.