15 მაისს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და წალენჯიხის „სქური“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ გუნდს შპს „ფიგაროს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თამაზ ბასილაიამ საჩუქრად სოლიდური თანხა გადასცა.