3 ივლისს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ ”ცოტნეიდელის“ ტრადიციული საანგარიშო კონცერტი გაიმართა (ხელმძღვანელი კობა გერგაია). დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე შესრულდა ქართული ნაციონალური საცეკვაო ნომრები.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან დამოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.