3 ივნისს ა(ა)იპ ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის წარმომადგენლებმა, ხობის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან საინფრორმაციო სახის შეხვედრა გამართეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის საქმიანობაზე, მათ სერვისებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’ და ,,მაკ ჯორჯია’’ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა საქართველოში. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ინფორმაციის, კონსულტაციის, მხარდაჭერისა და გადამისამართების სერვისის მიწოდება რეგიონებში. ამ მიზნით, 2021 წლიდან, პროექტის ფარგლებში შეიქმნა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები კახეთში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. სამეგრელოში, ცენტრი წარმოდგენილია ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის სახით.