2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას მერიისსაფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 24575,3 ათასი ლარით.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – განათლება, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ჯანდაცვა წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.