ობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში,მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: შემოსავლები განისაზღვრა 13057 ათასი ლარით აქედან: გადასახადები 9916 ათასი ლარი, გრანტები 2235 ათასი ლარი (აქედან: 235 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 906,3 ათასი ლარი. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ახალარჩეული მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლები და ხობის ახალგაზრდული საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.