10 აგვისტოს სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის აბსოლუტურმა პირველობამ ჭადრაკში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ვეტარანი ასევე ნორჩი მოჭადრაკეები.
გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდა. ფინალური შეხვედრა 12 აგვისტოს „ცოტნეობის“ დღსასწაულზე გაიმართება.