საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში გრძელდება . შეჯიბრი, რომელიც დაყოფილია 4 ზონად შუა ხორგა, ხეთა, საჯიჯაო, ხობი 22 გუნდი მონაწილეობს. 13 მაისს შუა ხორგის ცენტრალურ სტადიონზე შეხვედრა გაიმართა საგვიჩიო პატარა ფოთისა და შუა ხორგა - ჭალადიდის გუნდებს შორის. შეხვედრებს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა.
ფინალური მატჩი გაიმართება 26 მაისს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე.