4 მაისს შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგეში ჯობავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ტურნირმა ფეხბურთში, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე.
შეჯიბრი, დაყოფილია 4 ზონად: შუა ხორგა, ხეთა, საჯიჯაო, ხობი და მასში 22 გუნდი იღებს მონაწილეობს. გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და გამგებლის წარმომადგენელი შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ვალერიანე ქაცარავა ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრა 26 მაისს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.