17 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს - „ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა და განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა“.
ქართველების ერთერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული წინა ქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველ ასტრალურ ქალღვთაება ბარბარეში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები ნათლისა და ბნელის ბრძოლაში.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს ბარბარობის დღესასწაულს, უსურვებს წმიდა ქალწულის მფარველობას, კეთილდღეობას და სულით მხნეობას.