ეს თარიღი მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ემსახურება, მიზანი კი, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდა, რეგულარული თვითშემოწმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაა.
ვარდისფერი ბაფთა, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზეგავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და ქალებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის იგი პირველ ადგილზეა.