2014 წლის 22 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა რიგგარეშე საკრებულოს სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა უძღვებოდა. სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ განხილულ იქნა წარმოდგენილი საკითხები.
საკრებულოს დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილებები „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში; განისაზღვრა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა; მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრების მხრიდან შეფასდა დამაკმაყოფილებლად; საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს შ. სირაძეს და საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ნ. შუშანიას მიენიჭათ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილება ქალაქ ფოთის საქალაქო სასამართლოში, საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით და ასევე ცვლილებები იქნა შეტანილი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიების შემადგენლობაში.