ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის მიერ, 2017 წლის 14 ნოემბერს განსახილველად წარედგინა 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი და ხობის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისია საკრებულოს კომისიებთან და ფრაქციებთან ერთად იწყებს ბიუჯეტის პროექტის წინასწარ განხილვას.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ განმარტებით ბარათთან ერთად, გამოსაქვეყნებლად და მუნიციპალიტეტის საზოგადოებისთვის წინასწარ გასაცნობად გადაეცა გაზეთ „ხობის მოამბეს“ და ასევე განთავსდა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხილეთ „ბიუჯეტის“ განყოფილება). საკრებულოს ვებგვერდზე www.khobi-sakrebulo.ge ასევე პერიოდულად გამოქვეყნდება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მასალები (საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საზოგადოებიდან შემოსული წინადადებები).
საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება და შემუშავდება შესაბამისი წინადადებები.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საზოგადოებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში, რომელიც გაიმართება 2017 წლის 22 ნოემბერს 15:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება საკრებულოს მიერ ბიუჯეტის განხილვისას.
წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულ პირს 2017 წლის 25 ნოემბრამდე შეუძლია წერილობით წარმოადგინოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N189. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული. ოთახი N214). ასევე, ელექტრონული ფოსტით: khobi@khobi-sakrebulo.ge.