საქართველოში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის N1008 განკარგულების შესაბამისად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზუსტებულ იქნა 14 წლამდე ასაკის ბავშვების სახელობითი სია. ამ ეტაპზე წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით აცრილია 127 ბავშვი.
ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით პირველადი ჯანდაცვის რგოლები უზრუნველყოფილია საჭირო რაოდენობის ვაქცინით, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს აცრები, რომელიც 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება.