ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ტარდება დასახლების კრებები და საჯარო კონსულტაციები.
საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.
მოქალაქეთა მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.